მარჯანიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ მარჯანიშვილი

მარჯანიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე - (? - 1919, თბილისი) - სუფლიორი (მოკარნახე).

1892 ქუთაისში, კ. მესხის პირველად შედგენილ დასში დაიწყო მუშაობა. ქუთაისის თეატრის დაწვის შემდეგ დასი დაიშალა. მიხეილმა ახალი დასი შეადგინა და ხარაზოვის თეატრში დაიწყო მუშაობა. 1909 წლიდან ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. 1915 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი. თეატრში მოღვაწეობის 10 და 20 წლის იუბილე გადაუხადეს. თარგმნა პიესები: „კაეშანი“, „ახალი სისტემა“, „მეამბოხე“, „პაულ და ანგე“. ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მისი გარდაცვალების ნეკროლოგი დაიბეჭდა.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №9.

იხილე აგრეთვე

მიხეილ მარჯანიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები