მატრალიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატრალიები - რომში ახალშობილთა მფარველი ღვთაება მატუტას პატივსადებად ივნისის თვეში იმართებოდა ზეიმი, სახელწოდებით „მატრალია“ (მატრალიები). მის მონაწილე ქალებს ხელში ეკავათ დისშვილები. მონებს მატრალიებზე არ უშვებდნენ.

როგორც ჩანს, მატუტას კულტი აღმოცენდა ჯგუფური ქორწინების ხანაში, როდესაც ოჯახში ერთად ზრდიდნენ ბავშვებს. მოგვიანებით მატუტას დაუკავშირეს ინო-ლევკოთეა, ალბათ იმიტომ, რომ მან აღზარდა თავისი დის, სემელეს შვილი დიონისე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები