მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე მაჭავარიანი

მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე - (1884, ბათუმი - 1941) - ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1919).

სარჩევი

ბიოგრაფია

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და, ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

1919 წელს დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა (და ხელმძღვანელობდა) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრა.

1927-1928 წლებში იყო თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1937-1941 წლებში - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და, ერთდროულად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე მაჭავარიანი იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, ბრმანაწლავს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და ა. შ. გამოცემული აქვს არაერთი ნაშრომი ქართულ ენაზე: „მუცლის ღრუს ქირურგია“ (1925), „კიდურთა ქირურგია“ (1932), „თავის, კისრის, გულმკერდის ქირურგია“ (1932) და სხვა.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

ს. საყვარელიძე, „ალექსანდრე მაჭავარიანის ცხოვრება და მოღვაწეობა“, თბ., 1956.

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე მაჭავარიანი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები