მაჭავარიანი გარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარი მაჭავარიანი

მაჭავარიანი გარისაქართველოს (1973) და საბჭოთა კავშირის (1982) დამსახურებული მწვრთნელი. თბილისის „ბურევესტნიკში“ თამაშობდა 1961-65 წლებში. ამპლუა: ხაზის მოთამაშე. პირველი სამ ჩემპიონატში გაიტანა 13.9 და 4 გოლი.

დაიბადა 1938 წლის 30 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ხელბურთს 1959 წელს გაეცნო. მაშინ უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა ინგლისური ენის ფაკულტეტზე. პირველ ვარჯიშზე გარი თანაფაკულტეტელ ბორის კოპალეიშვილის რჩევით მივიდა, რომელიც უკვე კარგა ხანი თამაშობდა „დიდ“ ხელბურთს. იმ დროს „ბურევესტნიკი“ ვარჯიშობდა კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ლენინის სახელობის სტადიონზე. გიორგი შარაშიძეს ეტყობა თავიდანვე თვალში მოუვიდა ვერცხლისწყალივით მოძრავი ახალგაზრდა და გუნდში ჩარიცხა.

წარწერის ტექსტი

მაჭავარიანს პრაქტიკულად ყველაზე რთული პოზიცია – ხაზზე თამაში ანდეს. კარის პირდაპირ ექვსმეტრიანი ხაზის ზღვარზე ხომ მეტოქის მცველები ყოველნაირად, ხელისკვრით თუ სხვა ხერხებით ცდილობენ „ხაზელს“ ბურთი არ მიაღებინონ და მითუმეტეს, ვარდნაში კარისკენ ტყორცნის საშუალება არ მისცენ. გარიმ მშვენივრად აუღო ალღო თამაშს და მალე „ბურევესტნიკის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გოლებიც საკმაო ოდენობით გაჰქონდა. 1962 წლის „ოქროს“ ჩემპიონატში 13 ბურთი შეაგდო და დიდად შეუწყო ხელი გუნდის წარმატებას.

განსაკუთრებით „ფასიანი“ გამოდგა მისი გოლები კაუნასის „ატლეტასთან“ დასკვნით, სატიტულო მატჩში. პირველი ტაიმი ლიტველმა ხელბურთელებმა მოიგეს და შესვენების შემდეგ აპირებდნენ უპირატყესობის გაზრდას. საამისოდ, პერსონალურად, მკაცრი „ზედამხედველობის“ ქვეშ მოაქციეს თბილისელთა ლიდერები ცერცვაძე და ანთაძე. ამით ჩვენი მრისხანე ტანდემის აქტიურობა კი შეიზღუდა. სამაგიეროთ თავისუფლად მოქმედების არე გაუფართოვდათ მათ მეგობრებს. განსაკუთრებით იყოჩაღა მაჭავარიანმა, რომელმაც კრიტიკულ ვითარებაში ზედიზედ ხუთჯერ შეარხია მოწინააღმდეგის კარის ბადე და მეორე ტაიმის შუაწელს „ბურვენესტნიკი“ სამი ბურთით დააწინაურა – 17:14.

ეს მართლაცდა „ოქროს“ გოლები აღმოჩნდა, რადგან დარჩენილ დროში ჩვენებმა მეტის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო „ატლეტასმა“ საფინალო სასტვენამდე ანგარიშის მხოლოდ გათანაბრება მოახერხა და ამ ფრემ ქართველ ხებურთელებს ჩემპიონობა მოუტანა.

იმ „ნერვების თამაშიდან“ ბატონმა გარიმ ორი კურიოზული ფაქტი გაიხსენა: „მეორე ტაიმში, როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, ჩვენი მორიგი შეტევის დროს ცერცვაძის ნატყორცნი ბურთი ლიტველთა მეკარემ მოიგერია. ბურთი ჩემკენ გამოგორდა, მე კი კარის წინ მარტო ვიყავი. უცბად ერთი მაყურებელი გამოვარდა მოედანზე, ბურთს ხელი დასტაცა და თავის მეკარეს გადაუგდო. ცნობილი მსაჯი ნიკოლაი სუსლოვი მოულოდნელობისგან დაიბნა და ბურთი კაუნასელებს დაუტოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი ამბავი ავტეხეთ, სადავო დაინიშნა.

იმ თამაშში ხუთი ბურთი კი გავიტანე, მაგრამ მეექვსე, რომ იტყვიან „ასპროცენტიანი“, კარს ავაცილე და უცბად ტრიბუნიდან ქართული ხმამაღალი გინება მომესმა. ჩემი ნაცნობი იყო, ლენინგრადის სამხედრო აკადემიიის გუნდის მწვრთნელი ზურაბ ჭეიშვილი. რას იზამ, ზოგჯერ ასეც ხდება“.

ხანმოკლე, სულ რაღაც ხუთწლიანი კარიერის შემდეგ მაჭავარიანმა მწვრთნელობას მოკიდა ხელი, 1965 წლიდან, თითქმის, წელი, ხულმილუანელობდა საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრებს, 1971-78 წლებში ჩვენი ქვეყნის ქალთა ნაკრებს წინამძღოლობდა, ხოლო 1978-86 წლებში იყო თბილისის „ბურევესტნიკის“ უფროსი მწვრთნელი. გარის ხელმძღვანელობით მისმა „ძველმა გუნდმა“ 1978 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა, აგრეთვე ორჯერ სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები. მაჭავარიანმა ყველაზე „ხმაურიან“ წარმატებას მიაღწია 1973-75 წლუბში, როცა სსრკ გოგონათა ნაკრებს ორჯერ მოაგებინა ევროპის ჩემპიონობა.

გარი მოედანზე გამორჩეულად სამართლიანი, კორექტული იყო, შემდგომში, მწვრთნელობის დროს, იშვიათად თბილი, მიუკერძოებული დამოკიდებულება ჰქონდა მოთამაშეებთან და ეს თვისებები მთელი ცხოვრება მიჰყვება. სავსებით ლოგიკურია, რომ „დიმიტრიჩი“ საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომისიას თავმჯდომარეობდა.


იხილე აგრეთვე

გარი მაჭავარიანი

წყარო

საქართველოს ოქროს გუნდი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები