მაჭავარიანი მიხეილ (1888-1969)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჭავარიანი მიხეილ სერგოს ძე

მაჭავარიანი მიხეილ - (20.II.1888, ქუთაისი - 1969) - სამხედრო პირი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. 1907 წელს დაამთავრა სუვოროვის კადეტთა კორპუსი. 1910 წელს დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი, მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1915 წელს დაასრულა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სკოლა. პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. რუსულ არმიაში მხოლოდ მან შეძლო კავკასიის ფრონტზე საჰაერო ბრძოლაში მოწინააღმდეგის აეროპლანის ჩამოგდება. პირველ მსოფლიო ომში მის ანგარიშზე მრავალი წარმატებულად შესრულებული საბრძოლო დავალებაა, რომელიც მოიცავდა როგორც მოწინააღმდეგის პოზიციების დაზევრვას, ასევე დაბომბვას.

მას მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის მრავალი ორდენი: წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხსი ორდენი - საავიაციო სკოლის დამთავრებისათვის, წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი - განსაკუთრებული საქმიანობისათვის საომარ ვითარებაში, წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი - სიმამაცისათვის, ასევე, წმინდა ანას მესამე და წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხსი ორდენები.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ქართულ ავიაციას. მისი მეთაურობით ქართული არმიის საფრენი აპარატები დაფრინავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო მოქმედებებში, მაგალითად სომხეთ-საქართველოს 1918 წლსა და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომებში.

მიხეილ მაჭავარიანის სახელთანაა დაკავშირებული (1920) იტალიაში, ტურინში, ანსალდოს ქარხანაში ათი უახლესი SVA-10 ტიპის აეროპლანის შეძენის ისტორია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მიხეილ მაჭავარიანი - ქართული წითელი არმიის საავიაციო დივიზიონს, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ კი სხვადასხვა ცალკეულ საავიაციო რაზმს მეთაურობდა.

1924 წლის აჯანყების დროს იბრძოდა აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1929 ავადმყოფობის გამო წითელი არმიის თადარიგში გავიდა, მაგრამ 1960 წლამდე მსახურობდა სამოქალაქო ავიაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • Михаил Мачавариани, Глаза - На Юг, Тб., 1969;
  • დ. სილაქაძე, ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია, მიხეილ მაჭავარიანი თურქული ავიაციის ლეგენდის ვეჩიჰი ჰურკუშის წინააღმდეგ, ისტორიანი., თბ., 2013, №12 (36);

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მიხეილ მაჭავარიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები