მაჭავარიანი სვიმონ როსაპის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჭავარიანი სვიმონ როსაპის ძე (?-?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატი (წევრი ?).

1917 წლის ნოემბერში ახლად შექმნილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელდა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის პერიოდში ხელმძღვანელობდა კოოპერატივების კავშირს. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკის რეფორმირების საქმეში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ.შარაძე, ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, თბ., 2000;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №117.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები