მაჭავარიანი ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთი მაჭავარიანი

ქეთევან მაჭავარიანიქართველი რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე და სცენარისტი.

ქეთი მაჭავარიანი დაიბადა 1973 წელს. 1995 წელს დაამთავარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტის ასპირანტურაში, კინომცოდნეობის სპეციალობაზე. 2002 წელს დაამთავრა ამავე უნივერსისტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ქეთი მაჭავარიანი 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სტაჟირებას გადიოდა ტელეკომპანია RAI-ში. 2010 წელს გაიარა კინო ტრეინინგ პროგრამა MAIA Workshop (იტალია). რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ 2011 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა ქეთი მაჭავარიანის მხატვრული ფილმის „მარილივით თეთრის“ პრემიერა. ფილმი მრავალი კინოფესტივალის პროგრამის მონაწილე და პრიზების მფლობელია. 2016 წელს ქეთი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველო 1992 – აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. 2020 წელს დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე „მზიური“, (იდეის ავტორი ცისანა ხუნდაძე) ფილმის პრემიერა შედგა კანადაში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „Hot Doc“, სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. ფილმი შერჩეული იყო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში, არის სხვადასხვა საერთაშორისო პლათფორმის და ფონდის გამარჯვებული.

ქეთი მაჭავარიანი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და წლების მანძილზე მუშაობს კინო და ტელე პროდიუსერად.

ფილმოგრაფია

2021 – „მზიური”- დოკუმენტური ფილმი, ( 67 წთ, სანი ფილმს და ტერა ინკოგნიტა ფილმსი)- ჟიურის საპატიო აღნიშვნა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი Hot Doc), სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსი.

2016 - საქართველო, 1992 წელი - სატელევიზიო ფილმი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული ფილმი, 34 წთ.

2011 – მარილივით თეთრი (80 წთ, 35მმ) – კარლოვი ვარის, მონრეალის, მონპელიეს, კოტბუსის, ტალინის, კალკუტის, სკოპიეს, ბელგრადის, ხანტიმანსიისკის, მანჰეიმ-ჰაიდელბერგის, ლინცის, კიოლნის, სიეტლის, ვალენსიის, მინსკის, სანკტ პეტერბურგის, სტამბოლის, ბრიუსელის, ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალები.

პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალზე

2009 – თბილისური Lovestory (ქართველ რეჟისორთანჯგუფური პროექტი).

2003 – შუშის ნამსხვრევი (13 წთ.)

2003 – მარიამი (19 წთ. )

2002 – ციფრული მიახლოვება (11წთ. )

2000 – ძალიან ძველი ისტორია ახალი სახეებით (3 წთ.), მთავარი პრიზი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე „ჩვენ მოვდივართ”, თბილისი, საქართველო ერთად (2000 წ) და ორღანი 78 (2001 წ) – ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი.

პროფესიული გამოცდილება

  • 2017 - დღემდე – მიწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • 2015- მიწვეული ლექტორი, ილიაუნი
  • 2012- დღემდე – სტუდია „ვინიარდ ფილმზში” – სარეკლამო და მუსიკალური ვიდეო რგოლების პროდიუსერი
  • 2012 -2013 – „შემთხვევითი პაემნები” (რეჟ: ლევან კოღუაშვილი) მიმართულების პროდიუსერი
  • 2012 – დოკუმენტური ფილმი „ტოტალიზატორული ფსიქოზი” (რეჟისორი კონსტანტინე ესაძე ) – თანაპროდიუსერი სტუდია „გოგო ლები”
  • 2010 – მხატვრული ფილმი “ქუჩის დღეები”, რეჟ. ლევან კოღუაშვილი, (კ/ს“დამოუკიდებელი კინოპროექტი”, ) აღმასრულებელი პროდუსერი
  • 2008- მიწვეული პედაგოგი, თსუ
  • 2008 – მხატვრული ფილმი „სამი სახლი“, რეჟ. ზაზა ურუშაძე, (კ/ს „დამოუკიდებელი კინოპროექტი”) პოსტპროდუქციის პროდიუსერი
  • 2008 – დოკ. ფილმი „სახლი სიხარულისა” რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, (კ/ს „დამოუკიდებელი კინოპროექტი”) პოსტპროდუქციის პროდიუსერი
  • 2008 წელი – დოკ. ფილმი „საუბარი ელდარ შენგელაიასთან”, (კ/ს „დამოუკიდებელი კინოპროექტი”), რეჟ. დიტო ცინცაძე, აღმასრულებელი პროდიუსერი
  • 2007 – 2009 საპროდიუსერო კომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი” გენერალური მენეჯერი
  • 2005- კინოთეატრი „ამირანი”. არტ მენეჯერი
  • 2005 – ჟურნალი „ანაბეჭდი”, ჟურნალისტი
  • 2003 – მხატვრული ფილმი „მოგზაურობა ყარაბღში” (რეჟ. ლევან თუთბერიძე, კ/ს „რემკა”) მეორე რეჟისორი
  • 2002 – საქართველოს სახლმწიფო ტელევიზიის პირველი არხი, ტელეგადაცემა „რა ხდება”, რეჟისორი
  • 2001 – სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2”, ტელეგადაცემა „კომუნიკატორი”, რეჟისორი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები