მაჭუტაძე გიორგი მიხეილის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჭუტაძე გიორგი მიხეილის ძე (1874, აგვისტო - 1922) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატი.

დაიბადა აზნაურ მიხეილ ბეჟანის ძე მაჭუტაძის ოჯახში. 1921 წლის იანვრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიო კონსული ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საპატიო საკონსულო მდებარეობდა ქალაქ რიგაში. დაკრძალულია ამავე ქალაქში მდებარე სასაფლაოზე (Покровское кладбище). ამის შესახებ 13 აგვისტოს იუწყებოდა რიგაში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი „Сегодня“. ჰყავდა ორი ვაჟი - დიმიტრი და ალექსანდრე მაჭუტაძეები.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები