მახარაძე ირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირმა მახარაძე

მახარაძე ირმა — (1975), ქართველი აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი‏‎, დაიბადა ოზურგეთში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი არაბული ენისა და კულტურის სპეციალობით. 2001-2007 წლებში მუშაობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში არაბული ენის მასწავლებლად. თარგმნის არაბული და ინგლისური ენებიდან. მისი ნათარგმნი არაბული ლიტერატურის ნიმუშები დაბეჭდილია „ჩვენს მწერლობაში”, „არილში” და სხვა გამოცემებში.


მაჰმუდ დარვიში, „დედას”
თარგმნა ირმა მახარაძემ
მენატრება დედაჩემის პური,
დედაჩემის ყავა, დედაჩემის შეხება.
ბავშვობის მოგონებები იზრდება ჩემში
დღითიდღე.
ვეტრფი სიცოცხლეს, რადგან, რომ მოვკვდე,
შემრცხვება დედაჩემის ცრემლების.
თუ ოდესმე დავბრუნდები, წამიყვანე
შენი წამწამების საბურველად,
დააფარე ჩემს ძვლებს ბალახი,
შენი ნაფეხურებით ნაკურთხი.
აგვკინძე შენი თმის კულულით,
ძაფით, რომელიც შენი კაბის ქობას ჰკიდია.
შეიძლება გავხდე ღმერთი,
ღმერთი გავხდე,
თუ ჩავწვდები შენი გულის სიღრმეებს!
თუ დავბრუნდები,
გამომიყენე ცეცხლის დასანთებ შეშად,
სარეცხის გასაფენ თოკად
შენის სახლის სახურავზე.
მე ძალიან სუსტი ვარ
შენი ლოცვის გარეშე.
დავბერდი,
დამიბრუნე ჩემი ბავშვობის ვარსკვლავები,
რომ პატარა ჩიტებთან ერთად გავიკვლიო
შენს მომლოდინე ბუდეში
ასაბრუნებელი გზა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები