მგალობლიშვილი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან მგალობლიშვილი – დაიბადა 1977 წლის 16 აგვისტოს ქ. სოხუმში.
განათლება – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სტაჟიორი (თბილისი) (2002)
- სენაკის გამგეობა, გამგებლის თანაშემწე (2002-2003)
- თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, თვითმმართველ ერთეულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტი (2003-2004)
- თბილისის საკრებულოსა და მთავროპის აპარატი, კონტროლის სამსახურის უფროსი (2004-2005)
- თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს „შუქნიშნების“ დირექტორი (2005-2006)
- სახელმწიფო კომპანია შპს გამომცემლობა „სამშობლო“ (2008-2009)
- თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, სამდივნოს უფროსი (2010-2013)
- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის რაიონის აღმასრულებელი მდივანი (2016-)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2019 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლამდე) პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (05-01-2021); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (11-01-2021).