მგალობლიშვილი სოფრომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფრომ მგალობლიშვილი

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე - (20.VII.1851, სოფ. დირბი - გ. 30.XI.1925, თბილისი) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

1873 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გორში ეწეოდა საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობასაც. ასევე ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟ. „იმედთან“. 1912-1913 წლებში გაზ. „ჩვენი დროების“, ხოლო 1912 წელს გაზ. „თემის“ რედაქტორი იყო. ის ხალხოსნური მიმართულების მწერალია. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი გლეხობის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნის წინა პერიოდიდან 1905-1907 წლების რევოლუციის ხანამდე. შემდეგ ფოთში მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში. 1897 წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 დაითხოვეს სინოდიდან და ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. წერა სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობთან“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმანებსაც. თარგმნა შილერის „ორლეანელი ქალი“. ბეჭდავდა მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს. მისმა მოთხრობებმა „დედა მაია“, „ღამის მეხრე ცეცო“, „წითელი სარჩული“, „ჯორ-ზაქარია“, „ყაყიტას ქურდები“ და სხვ., იმთავითვე მკითხველის მოწონება დაიმსახურა.

1919 ჟურ. „ნაკადულმა“ გამოაქვეყნა მისი „მოგონებები“. 1918-1921 წლებში ეწეოდა სამწერლობო საქმიანობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ლ. ასათიანი, სოფრომ მგალობლიშვილი, ჩვენი მწერლები, თბ., 1972;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • მ. გოგოლაძე - გაბუნია, მწერალთა ბიოგრაფიები, თბ., 2004;
  • მ. კეკელიძე, სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, თბ., 1953.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სოფრომ მგალობლიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები