მდივანი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე მდივანი

მდივანი ალექსანდრე კირილეს ძე - (1892, სოფ. ძეგვი - 3.IV.1938) - სამხედრო, რუსეთის იმპერიის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კაპიტანი. იყო ქალაქ თბილისის საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს.

ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბის უფროსად. გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის და ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ბონდო კუპატაძე



ლიტერატურა

სტალინური სიები საქართველოდან. ელექტრონული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები