მდივანი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია მდივანი

მდივანი ზაქარია ასლანის ძე - (5.IX.1867 - 18.IV. 267 1933) - გენერალი.

დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ - კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1886). მსახურობდა ჯერ ვარშავის ციხესიმაგრის არტილერიაში, შემდეგ - კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. პორუჩიკი (1889). დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. კაპიტანი (1889), პოდპოლკოვნიკი (1902), პოლკოვნიკი (1906). 1910-1912 წლებში იყო სევასტოპოლის ციხესიმაგრის შტაბის უფროსი. 1912-1915 წლებში ლაიბგვარდიის მე-13 პოლკის უფროსია. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. გენერალი (1915). იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ამალის წევრი. კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი (1915).

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის.

1917-1918 წლებში ბათუმის ციხესიმაგრის და ქალაქ ბათუმის კომენდანტია. 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომის დროს იყო საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე. შემდგომში აგრძელებდა სამსახურს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში.

1921 წავიდა ემიგრაციაში თურქეთში. 1924 აპირებდა საქართველოში არალეგალურად შემოსვლას, რაც ვერ მოახერხა. შემდეგ წავიდა საფრანგეთში, ცხოვრობდა პარიზში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები