მდოგვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდოგვის ყვავილი

მდოგვი – ბალახოვანი მცენარეა, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი, არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: თეთრი მდოგვი (Sinapis alba), მინდვირის მდოგვი (Sinapis arvensis), მინდვირის მდოგვი (Sinapis arvensis), რომელიც ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება; და შავი მდოგვი(Brassica nigra).

მდოგვი – ბიბლიური მცენარე

შავი მდოგვის სამშობლოა ხმელთაშუაზღვის სანაპირო, საიდანაც გავრცელდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში. მდოგვის კულტივაციას ადამიანმა ხელი მიჰყო უხსოვარი დროიდან და, მას როგორც სამკურნალო და სასარგებლო მცენარეს იყენებდნენ მრავალმხრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით მედიცინასა და კულინარიაში ქრისტიანულ სამყაროში მდოგვი განსაკუთრებით პოპულარული გახადა მახარებელ ლუკას სახარებაში ამ მცენარის შესახებ მოთხრობილმა იგავმა.

და იტყოდა: „რასა ვამსსგავსო სასუფეველი ღმრთისაი, და ვისა მსგავს არს იგი? მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგვისასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თუისსა: და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ; და მფრინველთა ცისათა დაიმკუიდრეს რტოთა მისთა“. (ლუკა 13, 18-19)

Sinapisalba.PNG

თეთრი მდოგვი - (Sinapis alba L.). ჯვაროსანთა ოჯახის ზეთოვანი კულტურაა, გავრცელებულია ვოლგისპირეთში, დასავლეთ ციმბირში, ჩრდილო კავკასიაში. ყვავილობს 20—25 დღე დათესვიდან 40— 45 დღის შემდეგ. მდოგვის ღალიანობა დამოკიდებულია დათესვის ვადაზე. შემოდგომის ნათესის ღალიანობა. 1 ჰა-ზე. 152 კგ შეადგენს, მაისისა — 50—60 კგ, ივნისის — 50 კგ, ივლისისა — 35 კგ. საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი — 1,5—2 კგ. მეფუტკრეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარეპტის ანუ მტრედისფერ მდოგვს, რომლის ღალიანობა 14-დან 168 კგ-მდეა.

წყარო

ბიბლიური მცენარეები მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები