მელოგინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელოგინე − ახალნამშობიარები ქალი.

აჭარაში მელოგინე ქალს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ და ამ მხრივ ხალხში მისი მკურნალობის ემპირიული ცოდნაც სათანადოდ დაგროვდა. ასეთი იყო: მელოგინეს მუცელზე აბრეშუმის წითელ ძაფს შეაბამდნენ, რის შემდეგ მშობიარობის პროცესი თითქოს მსუბუქდებოდა. უმეტესად მაინც მკურნალობას საფუძვლად რელიგიური მოტივაციები ედო. ერთი მაგალითის მიხედვით, ქმარი მელოგინის ტახტის ქვეშ შეუმჩნევლად შეძვრებოდა და იქედან თოფს გაისვრიდა. მელოგინე შეკრთებოდა და ამის გამო თითქოს ადვილად იმშობიარებდა.


ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:164.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები