მენელსაცხებლე დედები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა მენელსაცხებლე დედებიქრისტეს წმინდა ეკლესიამ მენელსაცხებლე დედებად შერაცხა ექვსი წმინდა მანდილოსანი: მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი, იაკობ და იოანე მოციქულების დედა - სალომე, სუსანა, მართა და მარიამი. ამ დედებს ასე დიდი პატივი იმ უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულებისათვის მიენიჭათ, რომელიც მაცხოვრის მიმართ მისთვის ყველაზე მძიმე და სახიფათო წუთებში გამოიჩინეს.

როცა ურიათა გულბოროტი მღვდელმთავრების მიერ წაქეზებული ებრაელები სასტიკად დევნიდნენ ყველას, ვინც კი იესო ქრისტესთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული, როცა ქრისტე თვით ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი მიატოვეს, მენელსაცხებლე დედები იესო ქრისტეს განცხადებულად ტიროდნენ და იგლოვდნენ, უშიშრად იდგნენ ჯვარცმულის წინ, ხოლო განთიადისას საფლავისკენ მიიჩქაროდნენ, რათა ებრაელთა წესისამებრ, საყვარელი მოძღვრის ცხედრისათვის ნელსაცხებელი ეცხოთ.

ღვთისმსახურება

აღდგომის შემდეგ მესამე კვირა ეძღვნება მენელსაცხებლე დედებს, რომლებიც მაცხოვრის სიკვდილის შემდეგ მივიდნენ მისი სხეულის განსაბანად და გახდნენ აღდგომის პირველი მოწმეები. დიდი პარასკევის სამი ტროპარი კიდევ ერთხელ იგალობება და მათგან იქმნება დღის თემა:

„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაჲ ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა...

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალ სასაფლავსა დაგდვა...

მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარარს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ“


იხილე აგრეთვე

მენელსაცხებლე დედების შესახებ

წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები