მეომრის აღზრდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეომრის აღზრდა - საქართველოში მეომრის აღზრდა 5-6 წლიდან, ზოგჯერ უფრო ადრეული ასაკიდანაც იწყებოდა და დაახლოებით 16-17 წლამდე გრძელდებოდა. ითვალისწინებდა მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, მის ზნეობრივ ჩამოყალიბებას. ქართველი ჯარისკაცი, მოლაშქრე ფიზიკურად და გონებრივად განვითარებული, ზნეობრივად სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. არისტოკრატ ახალგაზრდებს წვრთნიდნენ აღმზრდელები, რომელთაგან ნაწილს, უმეტესად სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ფიზიკური აღზრდა ევალებოდათ. დაბალ სოციალურ ფენაში კი ვაჟის სამხედრო აღზრდა მამის მოვალეობა იყო. მეომართა აღზრასა და წრთვნაში განსაკუთრებული ადგილი ფიზიკურ ვარჯიშებს, სპორტულ თამაშობებსა და შეჯიბრებებს, ნადირობას ეკავა. სამხედრო იარაღის ხმარებას ბავშვი 3-4 წლიდან ეჩვეოდა. თავდაპირველად თამაშით (ხის იარაღით), შემდეგ – ვარჯიშით (ნამდვილით იარაღით). 10-12 წლის ბიჭები სამხედრო იარაღს კარგად ფლობდნენ. 16-17 წლის ახალგაზრდა კი უკვე მეომრად იყო ჩამოყალიბებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები