მესანგრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მესანგრე – საინჟინრო ნაწილის ჯარისკაცი. XVII საუკუნის დამდეგს მესანგრეს უწოდებდნენ მუშებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ძირს უთხრიდნენ და ანგრევდნენ მოწინააღმდეგის ციხესიმაგრეებს. მოგვიანებით მესანგრეს ევალებოდა ყველა იმ სამხედრო-საინჟინრო სამუშაოების შესრულება, რომელიც ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში მესანგრე საინჟინრო ჯარების საფუძველია.