მესაწოლეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესაწოლეთუხუცესი - მსახურთუხუცესის უწყების მოხელე; უზრუნველყოფდა მეფის პერსონისა და „საწოლის“ (მეფის კაბინეტისა და აპარტამენტების) დაცვას. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მესაწოლეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ „მესაწოლენი“ და „წინამწოლები“. ისინი მეფის სხეულის მცველები იყვნენ და „საწოლის“ შიგნით იმყოფებოდნენ, ხოლო „საწოლის მეკრე“ და „კარის დარაჯა“ გარედან უზრუნველყოფდნენ „საწოლის“ დაცვას.

სულხან-საბას განმარტებით, შეიარაღებული „სხულის მცველი“ მუდამ მეფესთან და პატრონთან იმყოფებოდა. „წინმწოლი“ და „საწოლის მეკარე“ ამავე ფუნქციებით დადასტურებულია „ვეფხისტყაოსანში“. ამდენად, მესაწოლეთუხუცესი მეფის სხეულის და „საწოლის“ მცველთა მეთაური უნდა ყოფილიყო და არა „საწოლის“ გამგებელი. მესაწოლეთა მოვალეობები და რაოდენობა ნორმირებული იყო: მესაწოლეთა რაოდენობა შეადგენდა 700 სახლს. მათი ძირითადი ნაწილი აზნაური იყო, ხოლო რვა - გლეხი. 700 შუბოსანი მესაწოლე მუდმივად კარზე იმყოფებოდა და თან ახლდა მეფეს მგზავრობის დროს.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები