მესეფენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესეფენი − მეგრულ ფოლკლორში ადამიანის მსგავსი არსებები, ზღვის კაცუნები, რომლებიც წელიწადის გარკვეულ დროს ამოდიან ზღვიდან. თუ მამრი მესეფეები ამოვლენ, ავდარი დგება, მათ წვიმა მოყავთ ქვეყანაზე. თუ დედრი მესეფენი ამოვლენ, კარგი დარებია. მესეფეებს თან ძაღლები ამოყვებათ ხოლმე. ხალხური რწმენით, ზოგიერთი ძაღლი მესეფეთა დატოვებულია. მესეფეების ამოსვლას მესეფეობას ეძახიან, რომელიც წელიწადში ექვსჯერ ხდება. მესეფეები ზღვიდან ამოსვლისას მიაშურებენ იმ ადგილს, სადაც გარეული ცხოველები გროვდებიან, და იმ ნადირებს დაადებენ ნიშნებს, რომლებიც მონადირემ უნდა მოკლას იმ წელიწადს. ამ ნიშნის გარეშე ვერც ერთი მონადირე, რაც უნდა სდიოს ნადირს, ვერ მოკლავს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები