მესხი ლეილა (ჩოგბურთელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეილა მესხი

ლეილა მესხი — (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი), ქართველი ჩოგბურთელი. 1992 წლის ბარსელონის XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი წყვილთა თანრიგში (ნატალია ზვერევასთან ერთად). სსრკ ჩემპიონი (1989). 1990­-91 წლებში შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში, საუკეთესო ადგილი მსოფლიო რეიტინგში – მე­-12 (1991 წლის აგვისტო). მონაწილეობა მიიღო „გრანდ სლემის” 23 ტურნირში (56 შეხვედრიდან 33 მოიგო). ითამაშა „დევისის თასის” 9 მატჩში (5 ­ სსრკ ნაკრებში, 4 ­ საქართველოს ნაკრებში). მოგებული აქვს WTA ტურის 5 ტურნირი: ნეშვილის (აშშ) ­ 1989; ოკლენდის (ახალი ზელანდია) და მოსკოვის (სსრკ) 1990; ველინგტონის (ახალი ზელანდია) ­ 1991; ჰობარტის (ავსტრალია) ­ 1995. ღირსების ორდენის კავალერი.








წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები