მეტეხის ყორღანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტეხის ყორღანები - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში.


ყორღანი I მდებარეობს აგურის ქარხნის ტერიტორიაზე. თარიღდება ძველი წელთაღწივხვით XVI-XV სს-ით. 1958-59 წწ. ყორღანი გათითხარა (ხელმძღვ. ა. კალანდაძე).

სამარხზე ეყარა რიყის ქვების გროვა (10X10 მ, ცენტრალური ნაწილის სიმაღლე 0,85 მ), რომელიც ნაპირისკენ დაბლდებოდა. აღმოსავლეთით ყორღანს ჰქონდა საკმაოდ დახრილი დრომოსი (0,8X4,5 მ). ყორდანის ცენტრში აღმოჩნდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი ოთხკუთხა ფორმის სამარხი ორმო (2X2,2 მ; სიღრმე 1,85 მ). სამარხში აღმოჩნდა 24 თიხის ჭურჭელი (დერგი, ქილა, ქოთანი, ყურიანი და უყურო ჯამები, სასმისები); ჭურჭლის ტუფის სარქველი, ბრინჯაოს ყუნწიანი და სამანჭვლიანი ბრტყელი სატევარი; მასრაგახსნილი შუბისპირი; საკინძი სარდიონის მრგვალი თავით, ოქროს ღრუ და სარდიონის ოვალური მძივები. სამარხის სამხრრთ-აღმმოსავლეთ და ჩრდილო-აღმმოსავლეთ კუთხეებში ეწყო მსხვილფეხა რქოსანის თავ-ფეხისა და ნეკნების ძვლები, ცენტრალურ ნაწილში კი – წვრილფეხა (ცხვარი) და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვერდით მდებარე ყორღანი (5 ყურიანი ჯამი და 5 ქილა), მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ყორღანები II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX მდებარეობს რკინიგზის სადგურ მეტეხთან. თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით. ყორღანები 1965-1966 წწ. გაითხარა (სელმძღვ. ზ. შატბერაშვილი).

ყორღანები წარმოადგენენ დაბალი კონუსის ფორმის რიყის ქვის ყრილებს, ზოგ მათგანს ირგვლივ ცალპირ წრედ (დიამ. 6-12 მ) შემოწყობილი აქვს ნატეხი ქვა. ყორღანების ერთ ნაწილს (II, III, IV) ოთხკუთხა დასაკრძალავი კამერა (სიღრმე 3-6 მ) აქვს, დანარჩენები კატაკომბური ტიპისაა. ყორღანებში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, ტუფის სარქვლები, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, ოქროს და ნახევრად ძვირფასი ქვისა და პასტის მძივები. ოთხი ყორღანი ძლიერ დაზიანებულია. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები