მეტრეველი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველი – (Metreveli Levan), ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი, 2008-2011 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში და მოლდოვას რესპუბლიკაში, 2011-2012 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, 2012-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში

დაიბადა 1966 წლის 15 თებერვალს თელავში.

განათლება
2005-2006 – ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა (ატლანტა, ჯორჯია, აშშ), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი (MPH);
1998-1998 – იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრი (იორკი, დიდი ბრიტანეთი), დიპლომი ჯანდაცვის ეკონომიკაში;
1989-1993 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, აკადემიური დოქტორი მედიცინაში (PHD), წარჩინების დიპლომი;
1983-1989 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმი (MD), წარჩინების დიპლომი სპეციალობით – სამკურნალო საქმე; სტაჟირებები: ჯონ სმიტის სტიპენდიატი (დიდი ბრიტანეთი); ედმუნდ ე. მასკის სტიპენდიატი (აშშ); საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი.

სამუშაო გამოცდილება
2018-დან – ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი, მედიცინის ფაკულტეტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორი, Erasmus+„SPRING“ პროექტის დირექტორი;
2015-დან – USAID-ის მიერ დაფინანსებული წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტი აჭარაში, საქართველოს სამედიცინო ჯგუფი, პროექტის დირექტორი;
2014-2015 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ფინანსური დირექტორი;
2004-2008 – საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიუკლი სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი;
2002-2004 – ქ. თბილისის საკრებულო, საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“. საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
2001-2004 – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი;
1998-2004 – თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი;
1998-2006 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი;
1994-1998 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრა, ასისტენტ-პროფესორი;
1997-2001 – საქართველოს ექიმთა ასოციაცია, გენერალური მდივანი;
1996-1997 – სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი (ტამპა, ფლორიდა, აშშ), მიწვეული ასისტენტ-პროფესორი;
1994-1997 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები