მეტყველების არტიკულაციის სპეციფიკური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტყველების არტიკულაციის აშლილობა სპეციფიკური - (F80.0), (speech articulation disorder, specific), ბავშვის მიერ სამეტყველო ბგერების გამოყენება ჩამორჩება მის გონებრივ ასაკს, მაგრამ მეტყველების ჩვევათა დონე ნორმის ფარგლებშია (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ამ მდგომარეობის დროს, საუბრისას, ბგერების გამოყენების სიზუსტე ბავშვის მენტალურ ასაკთან შედარებით ნორმაზე დაბალია, მაგრამ, სხვა მხრივ, მეტყველება ნორმალურია.4 წლამდე ბგერების გამოთქმის შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 7 წლისთვის ბგერათა უმრავლესობის წარმოთქმა სწორად უნდა ხდებოდეს. 12 წლისთვის კი ყველა ბგერა უშეცდომოდ უნდა გამოითქვას. არტიკულაციის პრობლემების მქონე ბავშვები უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომ მათი მეტყველების გაგება შეუძლებელია. ისინი ვერ წარმოსთქვამენ, ცვლიან ან ტოვებენ გარკვეულ ბგერებს. მეტყველების დარღვევების შეფასებისას, სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონისთვის დამახასიათებელი დიალექტი. ძირითადად რთულდება იმ ბგერების გამოთქმა, რომლებიც ნორმალური განვითარების დროს მოგვიანებით ისწავლება (l, r, s, z, ch და th ინგლისურ ენაში).

გავრცელება

გავრცელების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ხდება მეტყველების დარღვევების გამოვლენა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მონაცემებით (American Psychiatric Association, 1994a) 6-7 წლის ასაკის ბავშვებში ეს აშლილობა 2-3%-ს აღენიშნება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები