მეფარიშვილი გია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გია მეფარიშვილი

გია მეფარიშვილი – დაიბადა 1959 წლის 7 ივნისს ქ. მაიაკოვსკში (ბაღდათი). — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლის პროფესორი. მინიჭებული აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი და იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველის უმაღლესი სპეციალური წოდება.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა (1987).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, (1996-99).
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2001): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ფრაქცია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ - წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • საქართველოს გენერალური პროკურორი (2001).
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები