მექსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მექსიკის დროშა

მექსიკა (Mexico – მექსიკის შეერთებული შტატები)სახელმწიფო ჩრდილო ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, სამხრეთ-აღმოსავლეთით მექსიკის ყურე და კარიბის ზღვა, გვატემალა და ბელიზი.

ფართობი – 1,970 მლნ. კმ2.

მოსახლეობა – 114 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. მეხიკო.

ადმინისტრაციულად იყოფა 31 შტატად და 1 დედაქალაქის ოლქად.

მექსიკა ფედერაციული რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა და რესპუბლიკად გამოცხადდა 1826 წელს.

მექსიკა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა ლათინურ ამერიკაში, შედის მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელ და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების რიგში.

სოფლის მეურნეობის საფუძველს წარმოადგენს მცენარეული კულტურების (მარცვლეული, შაქრის ლერწამი, ყავა, ტროპიკული ხილი, ბოსტნეული) მოყვანა.

მსხვილი საზღვაო პორტებია: კოაცაკოალკოსი, ტამპიკო, ვერაკრუსი, აკაპულკო, სალინა-კრუსი და სხვა.

საერთაშორისო აეროპორტებია: მეხიკო, გვადალახარა, აკაპულკო, მონტერეი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 280 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 212 ათ., სამხედრო-საჰაერო 12 ათ. და სამხედრო-საზღვაო 56 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები