მეჭურჭლეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეჭურჭლეთუხუცესი - სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე; ათაბაგობის შემოღებამდე ეჭირა მეოთხე ადგილი დარბაზის რიგის მოხელეთა შორის; მსახურთუხუცესთან ერთად ეკუთვნოდა „ორთა ვაზირთა“ კატეგორიას.

მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა სამეფო საჭურჭლეს, რომელიც ერთიან ქრთულ მონარქიაში არ იყო უწყებრივად გამოყოფილი სახელმწიფო ხაზინისაგან. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საჭურჭლეში ინახებოდა სამეფო არქივი, „არასანიადაგოდ“ მოსახმარი ძვირფასეულობა (ძვირფასი ჭურჭელი, თვალ-მარგალიტი, ფული და ზოგიერთი სამეურნეო საქონელი). საჭურჭლის ქონება არ იყო ფიზიკურად ერთად თავმოყრილი - იგი გადანაწილებული იყო სასახლის სხვადასხვა დაწესებულებაში: სალაროში (სამეფო არქივი და შეკრული განძეულობა), საღვინეში (სამეჯლისო ღვინის ჭურჭელი) და საგანმგეოში (საალყე ქონი, ზეთი).

გარდა ცენტრალური სასახლის საგანძურისა, მეჭურჭლეთუხუცესის განსაგებელი იყო ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შენახულ-დაცული სამეფო საჭურჭლეები (მაგ., ქუთაისი, ატენი, უჯარმა). ამგვარად ურთიერთდაშორებულ საჭურჭლეთა მოვლისათვის მეჭურჭლეთუხუცესი იყენებდა, როგორც ცენტრალური აპარატის სამსახურებს (საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, სასახლის მეჭურჭლეები), ასევე, ადგილობრივი მმართველობის მოხელებს (სამეფო ქალაქების ამირები მათი ქვემდებარე მოხელეებით).

ერთიანი ქართული მონარქიის მეჭურჭლეთუხუცესთა შესახებ შემორჩენილი არც თუ ისე მრავალრიცხოვნანი ცნობები უჩვენებენ, რომ ამ თანამდებობას პერიოდულად სხვადასხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლები ეუფლებოდნენ და ხშირად მეჭურჭლეთუხუცესობასთან ერთად ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალ (ერისთავი, სპასალარი, მანდატურთუხუცესი) თანამდებობას ითავსებენ.

მეჭურჭლეთუხუცესები. XI-XIII საუკუნეები

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები