მეჯამეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეჯამეთუხუცესი - სასახლის საგამგეოს დაბალი მოხელე. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, შედიოდა მანდატურთუხუცესის უწყებაში, უშუალოდ ექვემდებარებოდა გამგეთუხუცესს.

დარბაზის რიგის მოხელეთა შორის დადასტურებულია იგი შიომღვიმის საბუთის XIII ს-ის ფრაგმენტში. მეჯამეთუხუცესის ხელქვეითები იყვნენ სასახლის მეჯამეები, რომელთა მონაწილეობით მეჯამეთუხუცესი უძღვებოდა როგორც სასახლის, ასევე მოძრავი სამზარეულოს („კარავი სამზარეულოსა“) სხვადასხვა სურსათით მომარაგების საქმეს.

მარაგების შესავსებად მეჯამეთუხუცესს კავშირი ჰქონდა მეფის სახასო სოფლების მეურნეობებთან, საიდანაც იღებდა ნიგოზსა და ზეთს, მარცვლეულს, ხორცს, ყველსა და ერბოს („მეკამბეჩე დიასახლისთაგან“), ხმელ თევზსა და საწებლებს. მასვე ებარა სამზარეულოში სანიადაგოდ სახმარი ხისა და სპილენძის ჭურჭელი.

მეჯამეთუხუცესი, როგორც განმგეთუხუცესის მოხელე, რომელიც სხვა მაღალ მოხელეებთან ერთად ინაწილებდა პასუხისმგებლობას მეფის პერსონის უსაფრთხოებაზე, ასევე პასუხისმგებელი იყო სამეფო სამზარეულოს პროდუქტის სიჯანსაღესა და ხარისხზე.



წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები