მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი ეფრემი

მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ერისკაცობაში დავით მირიანის ძე გამრეკელიძე, დაიბადა 1975 წლის 24 ოქტომბერს ქ. ბათუმში.

1991 წელს დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა.

1991-1996 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1994 წლიდან იყო ბათუმის საკათედრო ტაძრის მსახური-სტიქაროსანი და მედავითნე. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად, 6 მაისს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად.

1996 წლის ნოემბრის თვიდან მსახურობდა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, 1997 წლის 7 აპრილს რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა მღვდლად.

1997-1998 წლებში მსახურობდა იტრიის მიძინების მონასტერში, 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური.

2000 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.

2001-2004 წლებში იყო ქარელის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი.

2004-2006 წლებში იყო ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი.

2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

2006 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ბოლნელ ეპისკოპოსად.

31 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრების თანამწირველობით ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ეფრემი.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთიწმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2013 წლის 6 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარესპიკოპოსის ხარისხში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ეფრემი (მთავარეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები