მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი ექვთიმე

მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)მთავარეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა, დაიბადა 1953 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში. თეიმურაზ ლეჟავამ 1969 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.

1969-1975 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სპეციალობით. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს „კურორტ პროექტის“ საპროექტო სამმართველოში და საქართველოს სამხატვრო ფონდში. 1989 წლიდან თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაშია, ბეთანიის მონასტერში სულიერი მოძღვრის მორჩილებაში.

1990 წლის მარტში მორჩილი თეიმურაზი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ექვთიმე. 1991 წელს მარტყოფის მამათა მონასტერში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ექვთიმე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1992 წელს – ზედაზნის მამათა მონასტერში მღვდელ-მონაზონად.

1993 წელს მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა სხალთის, შიომღვიმის, ზედაზენისა და დავით გარეჯის მონასტრებში.

2000 წლის 27 ივნისს არქიმანდრიტი ექვთიმე დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.

2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ექვთიმე გამორჩეულ იქნა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მმართველად.

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე ექვთიმე ეპარქიაში წარადგინეს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა).

2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ექვთიმე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2011 წლის 16 ნოემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ექვთიმე (გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები