მთავარი დარტყმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთავარი დარტყმა

1. ჯარების (ძალების) შეტევითი მოქმედებები არჩეულ მიმართულებაზე (რაიონში), რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგის განადგურებისა და ოპერაციაში (ბრძოლაში) დასახული ამოცანის შესასრულებლად.

მთავარი დარტყმის მიმართულებით ქმნიან და ინარჩუნებენ ძალების და საშუალებების გადამწყვეტ უპირატესობას. ამასთან, მხედველობაში მიიღება მოწინააღმდეგის დაჯგუფების დაზიანების ყველაზე მაღალი ხარისხი.

მთავარი დარტყმის მიყენების თეორია და პრაქტიკა ვითარდებოდა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების ცვლილებების შესაბამისად. ეპამინონდით და ალექსანდრე მაკედონელით დაწყებული, მთავარი დარტყმის მიმართულების არჩევანი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ბატალიის (ოპერაციის, ბრძოლის), მთლიანად კამპანიების და ომების წარმატებას. მაგალითად, სტრატეგიული ინიციატივის მოპოვებისთვის ბრძოლის პერიოდში მთავარი დარტყმებს აყენებდნენ ყველაზე მძლავრ და საშიშ დაჯგუფებებს.

მთავარი დარტყმის განხორციელების დროს მნიშვნელოვანია არა მარტო მისი მიმართულების სწორი განსაზღვრა, არამედ მთავარი დაჯგუფების ფარული გაშლა და მისი ყოველმხრივი მომზადება და უზრუნველყოფა.

ბირთვული იარაღის გაჩენის შემდეგ მთავარი დარტყმის არჩევაში განმსაზღვრელი გახდა მოწინააღმდეგისთვის მისაყენებელი ბირთვული დარტყმები. დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძალების და საშუალებების გადამწყვეტ მასირებას, ცეცხლით საიმედო დაზიანების ორგანიზაციას და ჯარების (ძალების) ძალისხმევის მუდმივ ზრდას.

2. მეთაურის (სარდლის) განკარგულებაში მყოფი ძალების და საშუალებების გამოყენება გადამწყვეტი შეტევის განსახორციელებლად.

3. მთავარ ობიექტზე მიმართული დარტყმა კამპანიის, მსხვილი ოპერაციის ან ბატალიის მიმდინარეობის დროს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები