მილახვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მილახვარი/მილახვარბაში - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სახელდობრ, სამეფო და სადედოფლო მამულების გამგე ქართლსა და კახეთში.

საისტორიო დოკუმენტებში მილახვარის თანამდებობა იშვიათად XVII ს-ის ბოლო მეოთხედიდან ჩნდება, მაგრამ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან იგი უკვე გავლენიან და საპატიო თანამდებობას წარმოადგენს. მილახვარის ფუნქციები, ძირითადად, სამეფო დომენის სამშენებლო-სამეურნეო-საფინასო საქმეების მოგვარება იყო, თუმცა მისი რეალური ძალაუფლება გაცილებით დიდი ჩანს. მეფე და ბატონიშვილები მას იწვევენ რჩევის საკითხავად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს. საფიქრებელია, რომ ამ თანამდებობის მფლობელ პირთა სიახლოვემ სამეფო კართან გაზარდა მეფისა და მეფის ოჯახის წევრთა მათდამი ნდობა.

ქართლ-კახეთის სამეფოში ორი სამეფო მილახვარი არსებობდა - ქართლისა და კახეთის. ცალკე მილახვარი ჰყავდა დედოფალს. ქართლის მილახვარს წელიწადში 20 თუმანი ჯამაგირად და 30 თუმანი ულუფის სახით ეძლეოდა. სავარაუდოდ, მიმსგავსებული შემოსავალი ექნებოდა კახეთის მილახვარსაც. მილახვარის პარალელურად XVIII ს-ში იხმარება ტერმინი მილახვარბაში, მაგრამ იგი გამოიყენებოდა, როგორც საპატიო ტიტული და მილახვარის თანამდებობის უწყებრივ გაფართოებაზე არ მიანიშნებს.

ქართლისა და კახეთის მილახვრები. XVII-XVIII სს.

  • ავალიშვილი გიორგი - მ. [1685-1694] წწ. ახალდაბის მოურავი1688 წ.
  • დემეტრე-ბეგი - მილახვარი 1696 წ.
  • გურგენ - მილახვარი 1698 წ.
  • ასლან - მილახვარი 1737 წ.
  • ქაიხოსრო ციციშვილი - მილახვარი 1737-1741 წწ.
  • სულხან - მილახვარი და ეშიკაღასი. 1739 წ.
  • თაყა - მილახვარი 1739 წ.
  • რევაზ - მილახვარი 1743 წ.
  • ქაიხოსრო - მილახვარი 1768 წ.
  • მერალი-ბეგ - მილახვარი 1736-1742 წწ.

ლიტერატურა

სურგულაძე 1952: 224-228.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები