მინერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინერვა.
პ.ვერონეზეს ნახატი (დაახ. 1560 წ.), მოსკოვი, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

მინერვა(რომ.) ხელოსნობათა მფარველი ღვთაება რომაულ სამყაროში. ვარაუდობენ, რომ მისი კულტი ეტრუსკული წარმომავლობისა იყო. მოგვიანებით იგი ათენას დაუკავშირეს.


მინერვას რომაული პანთეონის მთავარ ღმერთთა შორის ასახელებენ. მას შემდეგ, რაც იგი ათენას თანაგვარი გახდა, მისი ფუნქციები გამრავლდა. იგი იქცა სიბრძნის განმასახიერებელ ღვთაებად. მინერვა მფარველობდა ომებს, ხელოვნებას, მუსიკოსებს, პოეტებსა და მკურნალებს. მის პატივსადებ ზეიმს კვინკვატრიუსი (კვინკვატრიები) ეწოდებოდა და იგი მარტის თვეში აღინიშნებოდა. ეს იყო ხელოსანთა დღესასწაული. ამ დროს მოძღვარნი იღებდნენ თავიანთი შრომის საზღაურს.


მინერვას ზუსტად ისევე წარმოსახავდნენ მხატვრები და მოქანდაკენი, როგორც ათენას. მისი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ ბუ და გველი. ქარაგმულად „მინერვა“ იგივეა, რაც „სიბრძნე“. მინერვას სახელი ფრთიან გამოთქმებშიც დამკვიდრდა. მათ შორის აღსანიშნავია ასეთი პოეტური ფრაზა: „მინერვას ბუ ღამ-ღამობით მოფრინავს ხოლმე“, რაც ნიშნავს: „ბრძნული აზრები ღამით მოდიან“.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები