მირდატ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირდატ IV' – ოცდამეათე მეფე ფარნავაზიდან. ეს არის ქრისტესთვის წამებული პირველი ქართველი მეფე. მას უზნეო და უსჯულო მეფედ მოიხსენიებს „ქართლის ცხოვრება.“ „და იყო ესე მირდატი კაცი ქველი, მხედარი და შემართებული, ურწმუნო და უშიში ღვთისა, ლაღი და ამპარტავანი და მინდობილი მხედრობასა თვისსა და არამსახურა მან ღმერთსა, არღა აღაშენა ეკლესია, არცა–რა ჰმატა აღშენებულთა“ – წერს მოსე ჯანაშვილი.

მირდატ IV–ის დროს კვლავ შემოესია სპარსეთი საქართველოს; მეფე ტყვედ ჩავარდა და ბაღდათს წაიყვანეს ხალიფასთან.

სჯულის გამოცვლა მოსთხოვეს ქართველ გვირგვინოსანს, მაგრამ სწორედ აქ გამომჟღავნდა მირდატ მეფის უსაზღვრო სიყვარული ქრისტესადმი და მტკიცე უარი განაცხადა შემოთავაზებულ ყველა პირობაზე, რასაც ქრისტეს უარყოფით მიიღებდა.

ბორკილდადებული და ნატანჯი მეფე საპყრობილეში ჩააგდეს და ბოლოს 410 წელს თავი მოჰკვეთეს. თავისი სიკვდილის ფასად აგვიგო ზესთასოფელში ეკლესია, საიდანაც ჩვენთვის ლოცულობს.

მირდატ მეფის ხსენების დღეა 8 (21) ივლისი.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები