მირმიდონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირმიდონები(ბერძნ.) აქაველთა ერთ-ერთი ტომის სახელი თესალიაში. მითის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მირმიდონები პელევსის წინამძღოლობით გადასახლებულან კუნძულ ეგინადან თესალიაში. ზოგი მითოგრაფოსის გადმოცემით, მირმიდონების წინაპარი ყოფილა მირმიდონი. მისი დედა იყო ევრიმედუსა, რომელსაც ზევსი ჭიანჭველას სახით გამოეცხადა (ქართულად „მერმექს“ ჭიანჭველას ნიშნავს).

არსებობს მირმიდონების მითოსის სხვა ვარიანტიც: ეგინას მოსახლეობა ჭირმა გაწყვიტა. მაშინ ზევსმა ეგინას მეფის თხოვნით ჭიანჭველები გარდასახა ადამიანებად. „ილიადა“ მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ იბრძოდნენ მირმიდონები ტროას მისადგომებთან, ასრულებდნენ რა თავიანთი ბელადის, აქილევსის, ყველა ბრძანებას.

ქარაგმულად მირმიდონებად უხმობენ იმ ადამიანებს, დავალებას რომ უსიტყვოდ და მორჩილად აღასრულებენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები