მისაქციელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისაქციელი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს მცხეთიდან 15 კმ.

მისაქციელი მოხსენიებულია 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. იგი სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. სახელი სოფელს უნდა შერქმეოდა ბუნებრივი მდებარეობის გამო. ძალის-წილკნის გზა ამ ადგილზე უხვევდა, „მიუქცევდა“ არაგვის პირისაკენ, ან ნატახტარ-მცხეთისაკენ (ნ. ბერძენიშვილი).

მეურნეობის მთავარი დარგები ყოველთვის იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მევენახეობა. XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მეტად გაიზარდა დარიალ-არაგვის გზის მნიშვნელობა. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გამავალ გზაზე მისაქციელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად იქცა.

ბერი ეგნატაშვილის ცნობით ირანში წასვლის წინ გიორგი სააკაძე და ნუგზარ არაგვის ერისთავი მისაქციელში შეხვდნენ ერთმანეთს.

1778 წელს ერეკლე II-ის ვაჟმა ლევანმა მისაქციელთან სასტიკად დაამარცხა ლეკები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები