მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ზოსიმე

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. მისი წინაპრები წარმოშობით გარე კახეთის სოფელ ჯიმითიდან ყოფილან. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე.

1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში დემობილიზაციის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ი ლოცვა-კურთხევით აკურთხეს მღვდლად და უწოდე სახელად ანტონი. დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას. 1979 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მსახურობდა თბილისის მამა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდა).

1980 წლის 13 ოქტომბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე. ამ დროს იგი ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკას.

1980 წლის 14 ოქტომბერს – აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსის ხარისხში.

ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად.

1984 წლის იანვრიდან ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად.

1984 წლიდან ეპისკოპოსი ზოსიმე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად, 1985-1988 წლებში შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც.

1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე.

1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში: ათონის მთაზე, იერუსალიმში, კვიპროსზე, მონაწილოეობდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში შოტლანდიაში, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო აკადემია. თბილისშივე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც, ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალიდან პირადი განცხადების თანახმად განთავისუფლდა სასულიერო აკადემიის რექტორობიდან.

1988 წლის 20 ნოემბერს დიდი ხნის იძულებითი დუმილის შემდეგ კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა წილკნის ეკლესიაში.

1998 წელს აიგო ახალი ტაძრები დუშეთის რაიონის სოფელ აშში, 1999 წელს – სოფელ ბიწმენდში, ციხისძირში, ახალუბანში.

1997 წლის 25 დეკემბერს მეუფე ზოსიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის არისსში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2009 წლის 26 სექტემბერს მიებოძა მიტროპოლიტობა.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ზოსიმე (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები