მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი საბა

მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)მიტროპოლიტი საბა, ერისკაცობაში ზაზა როინის ძე გიგიბერია, დაიბადა 1966 წლის 28 სექტემბერს სენაკის რაიონ სოფელ ძველ სენაკში. 1983 წელს დაამთავრა ძველი სენაკის საშუალო სკოლა. ეს სკოლა 1884 წელს დაუარსებია ილია ჭავჭავაძეს, იქ არაერთი სახელოვანი მწერალი, მეცნიერი და სასულიერო პირი აღიზარდა. 1984 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ნსტიტუტიდან გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც იმსახურა 2 წელი, 1991 წელს დაამთავრა ინსტიტუტი.

1991 წლის 14 ივნისს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად საბა, 1992 წლის 12 იანვარს აკურთხეს დიაკვნად, 1993 წლის 4 ოქტომბერს – მღვდლად და მსახურობდა საფარის მონასტერში, იყო მონასტრის ეკონომოსი.

1990-1992 წლებში სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში.

1993 წლის 5 ნოემბერს წირვა-ლოცვა აღსდგა ტიმოთესუბნის მონასტერში და იღუმენი საბა დაინიშნა მონასტრის წინამძღვრად.

1996 წლის 22-23 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ იღუმენი საბა გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატად. 26 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1996 წლის 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ხონის ეპისკოპოსად.

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი საბა აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2008 წლის 24 აპრილს დიდ ხუთშაბათს მიიღო მიტროპოლიტის წოდება. 1997 წლიდან მუშაობდა საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, 2004 წლის მაისიდან 2006 წლის იანვრამდე ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 2006 წლის იანვრიდან მომლოცველთა სამსახურის (ტურიზმის დეპარტამენტი) უფროსია.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წლის 24 აპრილს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი.

2011 წლის 13 ნოემბერს ქ. სამტრედიაში გაიხსნა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. პირველი საღმრთო ლიტურგია წმიდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

საბა (მეუფე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები