მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი სერაფიმე

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)მიტროპოლიტი სერაფიმე, ერისკაცობაში თამაზ ილიას ძე ჯოჯუა, დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქ. სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში.

1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმიდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.

1992 წლის 26 ნოემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა.

1995 წლის 5 აპრილს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დაარსდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. ახლადდაარსებული ეპარქიის ეპისკოპოსად სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა გამოარჩიეს იღუმენი სერაფიმე.

1994 წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მირონის კურთხევის დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, იღუმენი სერაფიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა.

2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას. მისი ინიციატივით 2001 წელს ახალქალაქსა და ნინოწმიდაში დაფუძნდა პირველი საეპისკოპოსო რეზიდენცია, იკურთხა ეკლესიები, ამოქმედდა მონასტრები.

2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე სერაფიმე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2009 წლის 18 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

2016 წლის 24 აპრილიდან მიტროპოლიტი სერაფიმე პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველობიდან. ამჟამად იგი ტიტულარული მიტროპოლიტია.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

სერაფიმე (მეუფე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები