მიქელაძე სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიქელაძე სოლომონ გიორგის ძე - (21.VI.1957 - ?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.


1882 წლიდან მუშაობდა სასამართლო ორგანოებში. მოსამართლედ მუშაობის გამო რუსეთის იმპერიის მიერ დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის ორდენებითა და ვერცხლის მედლით.

1917 წელს დროებითი მთავრობის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარედ. 1918 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის სასამართლო პალატის წევრად დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში დაინიშნა სოხუმის ოლქის სასამართლოების რევიზორად.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

ბ. ქანთარია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები