მიწისქვეშა აირსადენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიწისქვეშა აირსადენი

მიწისქვეშა აირსადენიაირსადენი, განლაგებული მიწის ზედაპირის ქვევით. აირსადენის მიწაში ჩადების სიღრმე დამოკიდებულია ტრანსპორტირებადი აირის შედგენილობაზე, ნიადაგის კლიმატურ პირობებსა და დინამიკური დატვირთვის სიდიდეზე. მიწისქვეშა აირსადენი მუდმივად იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება პროფილაქტიკურ მომსახურებასა და რემონტს.

ქსელის მოწყობის მიხედვით მიწისქვესა აირსადენი არსებობს ჩიხური და რგოლური განაწილების. ჩიხური ქსელი გამოიყენება მცირე დასახლებული პუნქტებში აირის შიგაკვარტალური განაწილებისას. ამ დროს აირი მილებში მოძრაობს ერთი მიმართულებით, რაც იწვევს მოსამარაგებელ ობიექტებში წნევათა უთანაბრობასა და სირთულეებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, რგოლური განაწილებისას კი ეს ნაკლი პრაქტიკულად გამოსწორებულია. ხშირად მიმართავენ შერეული ქსელის გამოყენებასაც.

ამჟამად, თანამედროვე ქალაქების აირმომარაგებისათვის ძირითადად გამოიყენება რგოლური და შერეული ქსელები. მხედველობაშია მისაღები ის, რომ მიწისქვეშა აირსადენის მილის დაშორება შვეული მიმართულებით კანალიზაციის, წყლის, თბოქსელის, სანიაღვრე მილებისაგან მიიღება არანაკლებ 20 სმ-ისა, ხოლო სატელეფონო და ელექტროკაბელებისაგან – არანაკლები 50 სმ.

დასაშვებია ერთ ქვაბულში ორი ან მეტი აირსადენი მილის მონტაჟი ერთ ან სხვადასხვა დონეზე 20 სმ. სისქის ქვიშის ბალიშის მოწყობით.

მიწისქვეშა აირსადენი მიწის ზედაპირიდან მონტაჟის მინიმალური სიღრმეა 0,6 მ. (როცა გათვალისწინებული არ არის ტრანსპორტის მოძრაობა) ან 0,8 მ. – (როცა გათვალისწინებულია ტრანსპორტის მოძრაობა). რკინიგზისა და ავტოსტრადების ქვეშ აირსადენის მილების მონტაჟის მინიმალური სიღმეა 2-2,5 მ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები