მობილური თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მობილური თავდაცვათავდაცვის ხერხი, რომელიც გათვალისწინებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს არმიებში. გულისხმობს თავდაცვითი, შეტევითი და შემაკავებელი მოქმედებების შეხამებას, რომელთა დროს შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის მთავარ ძალებს თავდაცვის სიღრმეში მოსახერხებელ რაიონებში (ტომრებში) იტყუებენ, სადაც მუსრავენ ყველა საშუალებით: ცეცხლით, კონტრიერიშებით და კონტრდარტყმებით. ამ მიზნით ძალების და საშუალებების დაახლოებით ორ მესამედს, უპირატესად ჯავშანსატანკოს, განალაგებენ II ეშელონში (რეზერვში), ხოლო მესამედს – I ეშელონში.

მობილურ თავდაცვას მიმართავენ ისეთ პირობებში, როდესაც დასაშვებია ტერიტორიის დროებითი დაკარგვა, ადგილმდებარეობა ხელს უწყობს მანევრის განხორციელებას, თავდაცვაში მყოფი ჯარები არ ჩამორჩებიან მოწინააღმდეგეს მობილურობით და ჰაერშიც ნაწილობრივი უპირატესობა აქვთ. ჩვეულებრივ, გამოიყენება პოზიციურ თავდაცვასთან შეხამებით.

მობილურ თავდაცვას იყენებს, როგორც წესი, დივიზია და უფრო მრავალრიცხოვანი შენაერთი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები