მოზამბიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოზამბიკის დროშა

მოზამბიკი (Mocambique – მოზამბიკის რესპუბლიკა) - სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი - 801,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 23,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – პორტუგალიური.

დედაქალაქი – ქ. მაპუტუ.

ადმინისტრაციულად იყოფა 11 პროვინციად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რესპუბლიკის ასამბლეა (ერთპალატიანი პარლამენტი).

მოზამბიკი პორტუგალიისგან განთავისუფლდა, დამოუკიდებლობა მიიღო და სახალხო რესპუბლიკად გამოცხადდა 1975 წლის 25 ივნისს.

მოზამბიკი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა.

საზღვაო პორტებია: მაპუტუ, ბეირა, ნაკალა, კელიმანე, ნაკალა-ველია.

საერთაშორისო აეროპორტებია: მაპუტუ, ბეირა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11,2 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 10 ათასი, სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები