მონაპირე ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონაპირე ერისთავი - სასაზღვრო ზონაში განწესებული მოხელე, რომელსაც, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, სასაზღვრო ოლქში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება ევალებოდა.

მონაპირეთა ინსტიტუტის არსებობა დადასტურებულია XI საუკუნის წყაროებში, მხოლოდ ამ დროს მონაპრე აღინიშნებოდა საშუალო სპარსული ტერმინით „მარზპანი“ (ჯავახიშვილი 1982: 339-340). დავით აღმაშენებლის დროს თურქთაგან მიტაცებული ქართული მიწების შემოკრებამ და ახალი ოლქების შემოერთებამ გაზარდა მონაპირეთა მნიშვნელობა და მათი სამოხელეო ფუნქციები. მონაპირეს ევალებოდა ინფორმაციის შეგროვება მოსაზღრე რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე და მისი დროულად მიწოდება სამეფო კარისათვის. იგი უნდა დალოდებოდა მეფის ბრძანებას და მის შესაბამისად ემოქმედა. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მონაპირეს თავისი რაზმით თავად უნდა მოეგერიებინა მტერი.

ქართლის ცხოვრების” მიხედვით, მონაპირეთა სამსახური საქართველოს მხოლოდ სამხრეთ სასაზღვრო ზოლზე გამოიყენებოდა, რადგან ამ მხრიდან მოდიოდა მოსალოდნელი საფრთხეები. თამარის მეორე ისტორიკოსთან სანაპირო ოლქებად ჩანს: გაგი, ჰერეთი, ზორაკერტ-ტაშირი, (ჩრდ. სომხეთი), ჯავახეთი, არტაანი, შავშეთ-სპერი, კარი (ბერძნიშვილი, სინ 1979: 362-364). XII-XIII საუკუნის პირველ მესამედში ამ მხარეთა გამგებლები ამავე დროს მონაპირეები იყვნენ.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები