მონასპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონასპა - სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში (ღულამთა რაზმების ანალოგი იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში).

დააარსა დავით აღმაშენებელმა და მის დროს ითვლიდა 5 ათ. მეომარს. შედგებოდა ტყვე ან ნაყიდი და გაქრისტიანებული უცხოელებისაგან.

მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, მაგრამ დავითი თავისი „მონებით“ ზოგჯერ სპეციალურ ოპერაციებსაც ატარებდა თურქების წინააღმდეგ.

XII საუკუნეში, როგორც ჩანს, სამეფო „მონათა“ ნაწილი ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იხსენიება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები