მონეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონეტა − (ლათ. moneta < სახელი ეწოდა ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპიტეტის „მონეტას” მიხედვით; ძველ რომში იუნონა მონეტას სახელობის ტაძარში 269 წელს გაიხსნა რომის იმპერიაში პირველი ზარაფხანა) – ლითონის ფულის ნიშანი, რომელიც დამზადებულია ოქროს, ვერცხლის ან სხვადასხვა შენადნობისაგან და აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი სამონეტო ეზო გაიხსნა ლიდიაში (ძველი ისტორიული ქვეყანა მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია) ძვ. წ. VII საუკუნეში, საიდანც გავრცელდა საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოში მონეტის მოჭრა ძვ. წ. VI საუკუნიდან დაიწყო („კოლხური თეთრი”) და სისტემატურად გრძელდებოდა 1834 წლამდე, თუმცა ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში განახლდა 1995 წლიდან. თანამედროვე მონეტები მრგვალი ფორმისაა და ორი მხარე აქვს: წინა – ავერსი და უკანა – რევერსი. შენაჭერზე (გურტზე) არის საგერბო, სატიტულო გამოსახულებები და წარწერები (ლეგენდა), რომლებიც მიუთითებენ მონეტის ღირსებას, მისი გამომშვები სახელმწიფოს დასახელებას, მოჭრის წელიწადს. ქაღალდის ფულისა და უნაღდო ფულის მიმოქცევის გამოჩენით, მონეტის, როგორც ფულადი საშუალების როლი მკვეთრად დაეცა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები