მონტგომერი ბერნარდ ლოუ ალამაინელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნარდ ლოუ მონტგომერი

მონტგომერი ბერნარდ ლოუ ალამაინელი (ინგლ. Montgomery of Alamein) (დ. 1887 – გ. 1976), ინგლისელი ფელდმარშალი (1944).

I და II მსოფლიო ომების მონაწილე. II მსოფლიო ომის დასაწყისში მეთაურობდა დივიზიას, შემდეგ კორპუსსა და არმიას, რომელმაც 1942 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში ელ-ალამაინთან დაამარცხა გერმანია-იტალიის ჯარები.

  • 1944 წელს სარდლობდა მოკავშირეების 21-ე არმიის ჯგუფს, რომელიც ნორმანდიაში გადასხეს.
  • 1945 წელს გერმანიაში ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალი.
  • 1946–48 წლებში საიმპერიო გენერალური შტაბის უფროსი.
  • 1948–51 წლებში დასავლეთის კავშირის თავდაცვის საბჭოს მთავარსარდალთა კომიტეტის თავმჯდომარე.
  • 1951–58 წლებში ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პირველი მოადგილე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები