მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადება (სამხედრო მოსამსახურის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადება – ღონისძიებების სისტემა, რომლებიც ქვედანაყოფებში, ნაწიებში, ხომალდებზე ხორციელდება პირადი შემადგენლობისთვის იმ მორალური, ფსიქოლოგიური და სამხედრო-პროფესიული თვისებების გამოსამუშავებლად, რომლებიც აუცილებელია მეომრისთვის მშვიდობიანობის და ომიანობის დროს დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესასრულებლად. არმიის მაღალი მორალური სულისკვეთების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საშუალება.

მორალურ-ფსიქოლოგიურ მომზადების მიზნებს წარმოადგენს:

  • დაამკვიდროს მეომრის ცნობიერების და ქცევის მორალური ღირებულებები, რომლებიც მის საქმიანობას განსაზღვრავენ (პატრიოტიზმი, მხედრული მოვალეობის გრძნობა, დისციპლინა, პატიოსნება);
  • ჩამოაყალიბოს მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები (სიმტკიცე, თავდაჭერა, თავგანწირვა, მხედრული მამაცობა და ა.შ.), რომლებიც ბრძოლის ნებისმიერ ვითარებაში მეომრის ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს უზრუნველყოფენ;
  • განავითაროს სამხედრო მოსამსახურეების ურთიერთობის ნორმები და წესები (მხედრული მეგობრობა, ურთიერთგამტანობა, უფროსების და ხელქვეითებისადმი პატივისცემა და სხვა), რაც მხედრულ კოლექტივში ჯანსაღ მორალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატს ქმნის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები