მორიგე ძალები და საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორიგე ძალები და საშუალებები - საბრძოლო მორიგეობის შესრულებისთვის სპეციალურად დანიშნული ქვედანაყოფები, ნაწილები (ხომალდები) ან შენაერთები.

მორიგე ძალები და საშუალებების რაოდენობრივი შემადგენლობა, მიზნობრივი დანიშნულება, საბრძოლო ამოცანები, საბრძოლო მზადყოფნის დასადგენი ხარისხი, საბრძოლო მორიგეობის შესრულება, საბრძოლო მზადყოფნის და საბრძოლო შემადგენლობის ხარისხის ზრდა, საბრძოლო ამოცანების განხორციელების წესი და მართვის ორგანიზება განისაზღვრება შესაბამისი სარდლის (მეთაურის) მიერ ბრძანებებით (დირექტივებით).

მორიგე ძალები და საშუალებები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ წინასწარი გაფრთხილების სისტემასთან. ომიანობის დროს მორიგე ძალები და საშუალებები ინიშნება იმ პერიოდში, როდესაც ჯარები აწარმოებენ შეზღუდულ საბრძოლო მოქმედებებს, უპირატესად – თავდაცვითი ხასიათისას.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები