მორიგე ჯარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორიგე ჯარი (მორიგე ლაშქარი)სახელმწიფო ჯარის გვარეობა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრინციპზე შექმნილი შეიარაღებული ორგანიზაცია.

ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა თარეშის ("ლეკიანობა") აღსაკვეთად. მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულასაკოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე ანაზღაურების გარეშე. თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ზოგიერთი სახელმწიფო გადასახადისგან; რეგულარულ ულუფასა და ჯამაგირზე იმყოფებოდა მხოლოდ მეთაურთა შემადგენლობა. თავისი მაქსიმალური აღმავლობის ხანაში (1770-იანი წლები) მორიგე ჯარი ითვლიდა 3 ათ. მეომარს. ამ დროს მისი საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე). ამ პერიოდში შემცირდა ლეკთა შემოსევები, მოსახლეობა სამალავებიდან გამოვიდა, მოშენდა სოფლები. მაგრამ ლევანის სიკვდილის შემდეგ (1781) დაიწყო მორიგე ჯარის დაქვეითება დარღვევა, თუმცა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ხანაში ოფიციალურად იგი არ გაუქმებულა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები